LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1194
გზა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე (ცენტრალურ მაგისტრალამდე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე, პროექტით გათვალისწინებულია, 8.8 კმ-იანი საავტომობილო გზისა და მასზე არსებული ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია და მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

default

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცემენტ-ბეტონის გზა, გვერდულები, კიუვეტები, გაბიონის ქვედა საყრდენი კედლები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, გათვალისწინებულია რეაბილიტირებული გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, სავალი ნაწილის მონიშვნა და ზღუდარებით შემოფარგვლა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9.87 მლნ ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2024 წლის ნოემბერში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g