LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფელ მერიაში 85 წლის კაცი მარტო იმყოფება სახლში, არავინ ეხმარება – დენის კაბელები ეზოშია ჩამოყრილი“ – ადგილობრივი

140
2025-02-26_23-53-53_156203

გურიის მკვიდრი ქრისტინე სიხარულიძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ სოფელ მერიაში 85 წლის ომარ ბარამიძე სახლში მარტო იმყოფება და საცხოვრებლის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

მისი თქმით, მოხუცი სამი დღეა ამ მდგომარეობაშია და მასთან ვერავინ მივიდა.

„სოფელ მერიაში ომარი ბარამიძეა 85 წლის, რომელიც მარტო არის სახლში. დენის კაბელები ჩამოყრილი, სამი დღეა რეკავენ ყველგან, მაგრამ არავინ არ ეხმარება.

ვერ ახერხებს სახლიდან გამოსვლას და კაბელები ჩამოყრილია ეზოში, რაც საფრთხეს წარმოადგენს. სამი დღეა არავინ მისულა და მოუკითხია მისი ამბავი”, – ამბობს ქრისტინე სიხარულიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა რაც გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.

სტიქიის გამო რამდენიმე დღეა ხალხი დენისა და ყველანაირი დახმარების გარეშეა დარჩენილი.

„დიდთოვლობის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი ჩაიკეტა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 20 საჯარო სკოლაში“ – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს“ – გოჩა ენუქიძე

გიორგი სიორიძე: „წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ – ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები