LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე სატვირთო ამწეს დაგორების შედეგად 8 ავტომანქანა დაიმტვრა, არის მსხვერპლი

1085
ლენტიავარია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 5 კი დაშავდა. ავარიის შედეგად, 8 ავტომანქანა დაიმტვრა.

არსებული ინფორმაციით, აღართზე მიმავალი სატვირთო ამწე დაგორდა და უკან მიმავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, თავის მხრივ, სატვირთო დაეჯახა უკან მდგარ მსუბუქ ავტომობილებს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები