ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ქვედა სიმონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შეჯახებისას ორი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.