LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ქვემო ალვანში თუშური გუდის ყველის ფესტივალი ჩატარდება

344
ქართული-ყველი

13 ოქტომბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, თუშეთის განვითარების ფონდის ორგანიზებითა და აგროტურისტული მეურნეობის „ითაბანი“ მასპინძლობით, თუშური გუდის ყველის ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალის დაფინანსებულია „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ფესტივალის მიზანია თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია, პროდუქტის რეალიზაციაში ფერმერების მხარდაჭერა, თუშური გუდის ყველის მწარმოებელი ფერმერების წახალისება და თუშური კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.

ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ფესტივალის ორგანიზატორმა და დამფუძნებელმა რატი კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა:

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:

  • ფერმერის ბაზრობა – წარმოდგენილი იქნება როგორც თუშური გუდის ყველის ნაირსახეობები (ცხვრის და ძროხის გუდა, ჩოგი, კალტი), ასევე ადგილობრივი მეწარმეების მიერ გამოფენილი იქნება ღვინო, მატყლის ნაწარმი, თაფლი, ქუმელი, ჩაი და სხვა;
  • თუშური სამზარეულოს მასტერკლასები – მოწვეული და ადგილობრივი შეფების მიერ მომზადდება თუშური სამზარეულოს მარგალიტები (კოტორი, ხავიწი, ხინკალი და სხვ.);
  • საკვები კუთხეები – წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის ადგილობრივი კერძები;
  • თუშური გუდის ყველის კონკურსი – საუკეთესო ყველის მწარმოებლები (ფერმერი და სარქალი) დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით;
  • თუშური ფოლკლორი და ქორეოგრაფია;
  • თუშური ტრადიციული თამაშობები;
  • ძველი თუშური ყოფის ამსახველი კადრების კინოჩვენება – „თუში მეცხვარე“, თუშური ტრადიციები და სხვა).

ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა!

Dio magti 5g