LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ქვემო ნიჩბისში ნუშის მოსავლის აღების სადემონსტრაციო დღე გაიმართება

157
გამოფენა

8 სექტემბერს, 12 საათზე, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ ქვემო ნიჩბისის ნუშის ბაღში ნუშის მოსავლის აღების სადემონსტრაციო დღე გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის და მწარმოებლის მოსავლის ამღები ტექნიკა.

ფერმერებს საშუალება ექნებათ მოსავლის აღების პროცესში დააკვირდნენ და ერთმანეთს შეადარონ განსხვავებული ტექნიკის მუშაობა.

გამოფენა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის პროექტის ფარგლებში შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDDP) მხარდაჭერით ეწყობა.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g