წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარი ოთხი დღის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, რომლის დროსაც დაუდგენელმა პირებმა ძმების მკვლელობის გამო დაკავებული პირის სახლის გადაწვა სცადეს.
“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.