სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.
„დღეს, თბილისის დროით 21:03 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.6(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.