გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ჯიჯეიშვილის სახლს მეხი დაეცა და მთლიანად დაიწვა.
სტიქიამ ლანჩხუთში პრობლემები შექმნა – წყალწმინდასთან ერთად, მოსახლეობას ზარალი მიადგა სხვა სოფლებშიც. დაიტბორა სახლები და დაზიანდა შიდა საუბნო გზები.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ზარალის დათვლა ინტენსიურად მიმდინარეობს და მოსახლეობას დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში აღმოუჩენენ.