გორის რაიონის სოფელ ტყვიავში 2 ადამიანი დაჭრეს. ძმებს, 20 და 22 წლის ახალგაზრდებს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაშავებულები გორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. შედარებით მძიმეა 20 წლის ვანო ბალიაშვილის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
