LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ვაკეში 62 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

154

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაკეში 62 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს.

მოკლული მამაკაცი ფერმას ფლობდა. ადგილობრივების განცხადებით, მკვლელი სწორედ მისი ფერმერი იყო. როგორც სოფელში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა. თორაძის ცხედარი მის ეზოში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g