LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი მამაკაცი გაიტაცეს

80
საოკუპაციო ხაზი

კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს.

ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი – 35 წლის. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები