LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

118
მაშველის დაკრძალვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გმირი მეხანძრე-მაშველისთვის პატივის მისაგებად, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

„დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ მეხანძრე-მაშველები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. გელა მელიქიძის ხსოვნას პატივი საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. გელა მელიქიძე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა. ის მეხანძრე-მაშველად 24 წელი მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს“, -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g