LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფელს აღარ ჰყავს, ახალგაზრდა, სიცოცხლით, სიკეთითა და ადამიანობით გამორჩეული, ყველასათვის საყვარელი, სალომე ბერაძე“ – ცნობილია გოგონას ვინაობა, რომელიც ქუთაისში, მდინარე რიონში დაიხრჩო

676
სალომე

გუშინ, 9 მაისს, ქუ­თა­ის­ში, მდი­ნა­რე რი­ონ­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.

19 წლის გო­გოს სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ბა­ლახ­ვა­ნის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ და­ი­წყო.

სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მყვინ­თა­ვე­ბი.

არსებული ინფორმაციით, და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა სო­ფელ ხი­და­რის მცხოვ­რე­ბი სა­ლო­მე ბე­რა­ძეა.

ახალ­გაზ­რდა ქალს მაშ­ვე­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

„დიდი ტრაგედია დატრიალდა ხიდარში.

სოფელს აღარ ჰყავს, ახალგაზრდა, სიცოცხლით, სიკეთითა და ადამიანობით გამორჩეული, ყველასათვის საყვარელი, სალომე ბერაძე.

სალომემ ტრაგიკულად დატოვა ეს წუთისოფელი… რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რასაც ამ მძიმე ამბის შემდეგ განვიცდით.

ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის სახელით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ სალომეს მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სოფელ ხიდარს.

მარადიული ხსოვნა მის ნათელ სულს…ცნობილია გოგონას ვინაობა, რომელიც ქუთაისში, მდინარე რიონში დაიხრჩო“ – აღნიშნულია ხიდარის ადმინისტრაციული ერთეულის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g