ყირგიზეთში, ბიშკეკთან ახლოს საკურორტო დასახლებაში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კატასტროფის შედეგად 15-ზე მეტი სახლი დაზიანდა. მსხვერპლის გაზრდის საშიშროება კვლავ არსებობს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის 15 ადგილობრივი მცხოვრები იყო, მათ შორის 6 ბავშვი. გარდაიცვალა, ასევე, ეკიპაჟის 3 წევრი, ერთი გადარჩა, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება.
თვითმფრინავმა Boeing 747 აეროპორტში დაჯდომისას განიცადა კატასტროფა. ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა.
„თვითმფრინავი დაჯდომას ცდილობდა, თუმცა რატომღაც ვერ შეძლო და როგორც ჩანს, მეორე წრეზე წასვლა სცადა. ჩამოვარდნის მომენტში აეროპორტის რაიონში ცუდი ამინდი იყო,“ – აცხადებენ ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
რუსული მედია წერს, რომ თვითმფრინავი Turkish Airlines-ს ეკუთვნოდა და ბიშკეკის გავლით ჰონგკონგიდან სტამბულში მიფრინავდა.
#TK6491 ‘in düştüğü alandan olduğunu söylenen ve Kırgız haber ajansları tarafında paylaşılan bazı fotoğraflar. [2] pic.twitter.com/zTEPpM7Xek
— ✈️Havacılık|Aviation (@HavaSosyalMedya) January 16, 2017
Photos of #TK6491 which appears to have crashed into homes. https://t.co/ruXKEgxv4i #aviation #Kyrgyzstan pic.twitter.com/NqwnlNfDZp
— Steve Herman (@W7VOA) January 16, 2017