LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიასა და სტამბოლს ამიერიდან რკინიგზა დააკავშირებს

35

სოფიასა და სტამბოლს ამიერიდან რკინიგზა დააკავშირებს. 2014 წელს დაწყებული რეკონსტრუქცია დასრულდა და თურქეთის მხარეს დაზიანებული ლიანდაგები სრულად განახლდა. პირველი რეისი 20 თებერვალს წარმატებით შესრულდა. მატარებელი თურქეთის რკინიგზის სადგურიდან ადგილობრივი დროით 22:40 საათზე გავიდა. ორ ქალაქს შორის მანძილი 500 კილომეტრია და ტრანსპორტს ამ გზის გასავლელად 9 საათი და 50 წუთი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ მომავალში მატარებელს ბუქარესტთან და ბელგრადთან დასაკავშირებლად დამატებითი ვაგონები დაემატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები