LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიო გორგოძე: ინფიცირების გამო მაგისტრობის 42 მსურველი ვერ გამოცხადდა

38
სოფიო გორგოძე

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. მაგისტრანტობის კანდიდატებს დღეს წაკითხულის გააზრება-ანალიტიკურ წერაში აქვთ გამოცდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა, მათ შორის 42 მაგისტრობის, 12 კი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მსურველია.

კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

„ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც, მაგისტრებიც და სპეციალური მასწავლებლების შემთხვევაშიც იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კოვიდ 19 და ამის გამო არ გამოცხადდნენ გამოცდაზე, დაინიშნება დამატებითი სესია. დღეს ასეთია 59 პირი, მათ შორის, 42 მაგისტრობის, 17 სპეციალური მასწავლებლობის მსურველი“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდები 30 ივლისს დასრულდება.

ამასთან, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც ჩატარდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g