“Art Area”- ს დამფუძნებელმა, სოფიო ხუნწარიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, თათა სადრაძის გადაცემაში ისაუბრა იმ მძიმე ყოფის შესახებ, რომელშიც ქართველო ხელოვანები აღმოჩნდნენ. სოფიო ხუნწარია მათი დახმარების მიზნით სპეციალური პროგრამის ამოქმედებას გეგმავს .
სოფიო ხუნწარია:
ჩვენ, არტისტები და ხელოვანები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, უმრავლესობა თვითდასაქმებულია, იმათზეა საუბარი, ვინც სახელმწიფო სახელოვნებო სტრუქტურებში არ მუშაობს, თვითდასაქმებულია და სტაბილურ ჰონორარს არ იღებს, მათ ყველა საშუალება გამოეცალათ ხელიდან. კულტურის სფერო ძალიან დაზარალდა, ზარალი საკმაოდ დიდია.
ჩვენ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გვსურს სახელმწიფოში კოვიდსტიპენდია შეიქმნას.
ყველა ევროპულ ქვეყანაში კოვიდსტიპენდია ჯერ კიდევ პირველი „ლოქდაუნის“ დროს იყო გაცემული, მილიონებზეა საუბარი. მე მესმის, რომ ჩვენი ბიუჯეტი არ არის იმ რაოდენობის, რა რაოდენობაც სხვა ქვეყნებშია, თუმცა ჩვენთან კულტურის სფეროს აბსოლუტური უგულვებელყოფა მოხდა.
ჩვენ გარკვეულ ეტაპებად დავყავით ჩვენი ქმედებები. ჩემს პირველსავე პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და სხვადასხვა უწყება თუ ფიზიკური პირი შემოგვიერთდა. მე შემიძლია ჩამოვთვალო, ეს არის „ეროვნული ბიბლიოთეკა“, გიორგი კეკელიძე, „მწერალთა სახლი“, გიგა კობალაძე, აჩიკო გულედანი, ნინო დარასელი, „ლენო რეკორდსი“, ნიკა მემანიშვილი, „წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია“, ძალიან ბევრნი არიან, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.
ჩვენ გადავწვიტეთ, რომ პირველ რიგში, უნდა შევქმნათ ბაზა, იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს დახმარებას და რამდენია სავსებით უჰონორაროდ დარჩენილი. ამ ეტაპზე 150 ადამიანია დარეგისტრირებული, ეს ბაზები, რა თქმა უნდა, იზრდება. მეტი სანდოობისთვის ქვეჯგუფებიც გაკეთდება მიმართულებების მიხედვით, ცალკე მწერლების, ცალკე მუსიკოსების, მხატვრების და ა.შ…
დიდი იმედი მაქვს, რომ თანხა შეგროვდება. ეტაპობრივად ჩვენს ანგარიშზე უკვე ირიცხება თანხები. ჩვენ ჩვენი მაყურებლის, მსმნელების რიგითი ადამიანებს დიდი იმედი გვაქვს.
ერთჯერადი იქნება ეს დახმარება თუ პერმანენტული?
ამ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთჯერადი დახმარება, თუმცა მსჯელობა არის, თუ როგორ შეგვიძლია მისი გაფართოება. ჩვენ მას ფონდი არ დავარქვით, მოძრაობა დავარქვით, თუმცა შესაძლოა ფონდამდეც მივიდეთ.
როდის გაიმართბა საქველმოქმედო კონცერტი?
„არტარეას“ გვერდზე ახლაც დევს ანგარიშის ნომერი, შესაბამისად, 27-ში, საღამოს 10 საათზე, ძალიან ბევრ კულტურულ პლატფორმაზე გადაიცემა კონცერტი-აქცია პერფორმანსი, მას ასევე მარათონიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ის 3-საათიანი იქნება. გაერთიანდება ყველა მუსიკოსი, მწერალი, თეატრალი, მხატვარი, და ა.შ… ერთ-ერთ ტელეარხთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ იქაც გადაიცეს ეს კონცერტი. დღეს ერთმანეთის თანადგომის დროა“.