LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას იწყებს

108
მერძევეობის დარგი

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყებს.

განაცხადების მიღება გაგრძელდება:

  • რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე;
  • სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:

  • რძის პირველადი წარმოება – შენობა-ნაგებობის (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება (საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.);
  • მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე;
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის – ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა. მონაწილეობა შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  მაცხოვრებლებს: კაცებს 18-35 წელი, ხოლო ქალებს – 18-40 წლის ჩათვლით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g