LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მაშენებელნი 2014

35

”რადიო დუეტის” სტუმრები ”ჯორჯიან არტ ჰოლდინგის” დირექტორი ზაზა ალექსიძე, პროდიუსერი ინგა მახარაძე, სამშენებლო კომპანია ”ჯი-დი-ჯის” დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე და სამედიცინო ცენტრ ”ლანცეტის” გენერალური მენეჯერი რამილია ალიევა გახლდნენ.

 

 

4 დეკემბერს, წელს უკვე მეთერთმეტედ კულტურის, ხელოვნების, სპორტისა და სოციალური პროექტების ქომაგთა დაჯილდოების ცერემონიალი ”სოფლის მაშენებელნი 2014” გაიმართება. ცერემონიალს კლუბი ”ტრიუმფი” უმასპინძლებს. ”რადიო დუეტში” საუბარი სწორედ ამ დაჯილდოების გარშემო წარიმართა. დაჯილდოების რადიო პარტნიორია რადიო ”არ დაიდარდო”, რომელიც ასევე ერთ-ერთი ნომინანტია. ეს არის ნომინაცია ”საზოგადოებრივი კლიმატის გაჯანსაღებისათვის”.

 

ცერემონიალის მიზანია: მისცეს სტიმული და გამოავლინოს ქართულ ბაზარზე არსებული ლიდერი კომპანიების საზოგადოებაზე ზრუნვისა და ქომაგობის მაგალითები, აგრეთვე მოახდინოს კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირება, რათა შემდგომ კომპანიებმა მხარი დაუჭირონ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის პროექტების განვითარებას.

 

– უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ იმ საღამოზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართება?

 

ზაზა: – მივესალმები ”არ დაიდარდოს” მსმენელს, ეს არის ყველაზე აქტიური და გემოვნებიანი მსმენელი. ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ 11 წლის წინ, მაშინ, როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანდა და ქვეყანა კორუფციის ჭაობში ყვაოდა. ჩვენ, შემოქმედ ხელოვანთა კავშირმა ვცადეთ და ავიღეთ პატრიოტული ფაბულა, გადავწყვიტეთ სოფლის შენება. ჩვენი ჯილდო 250-ზე მეტ სუბიექტს აქვს აღებული.

 

ინგა: – ცერემონიალის ფარგლებში, ნომინანტები იღებენ ორ ჯილდოს: პირველი ჯილდო -მ არმარილოს, ფრთებაწეული მამალი, წარწერით ”სოფლის მაშენებელნი”, გადაეცემა ნომინანტს, რომელიც არ არის ჯერ სოციალურად ყველა მიმართულებით გააქტიურებული, მაგრამ უკვე აქვს განხორციელებული ქომაგობის პროექტები. მეორე ჯილდო ოქროს ფრთებაწეული მამალი წარწერით ”მეცენატი-სოფლის მაშენებელნი”, გადაეცემა ნომინანტს, რომელსაც აქვს განხორციელებული მასშტაბური ქომაგობის პროექტები.

 

ზაზა: – იდეა მე მეკუთვნის, მე ვარ ღონისძიების წამყვანი უკვე 11 წელია. თუმცა ”შავ საქმეს” ინგა აკეთებს. ამ პროექტმა გაამართლა. პირდაპირი გაგებით სოფელი ხისტად ყურში არავის მოხვედრია. ახლაც მე ვარ წამყვანი ქალიშვილთან ერთად.

 

ინგა: – ძალიან წარმატებული კომპანიები გვყავს წელს, თუ კომპანია არ არის წარმატებული და იმ დონეზე განვითარებული, რომ მან შეძლოს ქომაგობა, მას ”ოქროს მამალს” ვერ გადავცემთ. თვითონაც ხშირად მოგვმართავენ და ჩვენთან აკეთებენ სხვადასხვა პროექტების პრეზენტაციას და ხდებიან სხვადასხვა ანსამბლისა თუ ღონისძიების სპონსორები.

 

– ღონისძიების მიმდინარეობა როგორია?

 

ინგა: – ის ორი ნაწილისგან შედგება, გრძელდება სამ საათზე მეტ ხანს. საიმიჯო კლიპებით ხდება ყველა კომპანიის წარდგენა და ვაცნობთ საზოგადეობას მათ საქმიანობას, მეორე ნაწილი კი კონცერტს წარმოადგენს. წელს გვყავს 30 ნომინანტი, წარმატებული კომპანია კი არის 15. სხვათა შორის რესტორნებიც ყოველ წელს არიან წარმატებულ კომპანიებს შორის.

 

ბეჟანი: – კომპანია ”ჯი-დი-ჯი” ჩამოყალიბდა ხუთი წლის წინ და ამ დროის განმავლობაში თბილისში აშენდა ათი კორპუსი. დღეისათვის ორი პროექტის დასრულება მიმდინარეობს. ფასები ადგილმდებარეობის მიხედვით ცვალებადია. ყველაზე დიდი მშენებლობა გახლავთ აბაშიძის ნომერი 70, სადაც 20-სართულიანი ნაგებობა აღიმართა. ჩემთან სტუმრად იტალიელები არიან ჩამოსულები, რომელთან ერთადაც ავეჯის ფირმა დაავარსე, შემოდის იტალიური ავეჯი და მოინახულეს აბაშიძის 70. განცვიფრებული დარჩნენ, ჰოლი დასრულებულია, სახლი მოპირკეთებულია ბერძნული მარმარილოთი და ოქროს ფირფიტებიანი ჭაღებით. აღნიშეს, რომ იტალიაში ასეთი სახლები არ შენდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც ვისწავლეთ კარგი სახლების მშენებლობა.

 

რამილია: – ჩვენ ვართ ახალი კომპანია, კლინიკა ”ლანცეტი” 12 მაისს გაიხსნა. ერთ წელიც არ არის რაც სქართველოში ვართ. 4 დეკემბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენს ისტორიაში. უკვე ბევრი პროექტი განვახორციელეთ, კლინიკა ”ლანცეტი” არის ერთ-ერთი უდიდესი კლინიკა რეგიონში, გვაქვს უთანამედროვესი აპარატურა. კლინიკა არის 10-სართულიანი. ოთხი წელი მიმდინარეობდა მშენებლობა. მისი უპირატესობაა: ცენტრალური ჟანგბადის სისტემა, ვერტმფრენის მოედანი, აქვს ყველაზე დიდი ემერჯენსი საქართველოში, ემსახურება პაციენტებს 300 საწოლით და ჩვენს კლინიკას აქვს პრეტენზია განავითაროს სამედიცინო ტურიზმი.

 

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

 

Audioდუეტი 1 დეცემბერი

 

 

 

გადაცემის ვიდეო კოლაჟი

 

 

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები