LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი 1000-ზე მეტი კომპანიიდან ექსპორტიორი მხოლოდ 200 მათგანია

350

სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი 1000-ზე მეტი კომპანიიდან ექსპორტიორი მხოლოდ 200 მათგანია. ამ მონაცემებს ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო (BIA) სოფლის მეურნეობის დარგის მიმოხილვის შედეგად აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, ბიზნეს კატალოგში სოფლის მეურნეობის დარგში 1 192  მოქმედი კომპანია ფიქსირდება. სტატისტიკის მიხედვით, სოფლის  მეურნეობის სექტორში მოქმედი კომპანიების 70%-ზე მეტი მცირე საწარმოა. გარდა ამისა, საკმაოდ მცირეა ექსპორტიორების რაოდენობა.

როგორც ბიზნესკატალოგის წარმომადგენელი აღნიშნავს, რეგიონების მიხედვით თუ დავყოფთ, კომპანიების ყველაზე მეტი რაოდენობა კახეთიში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, თბილისში, იმერეთში და ქვემო ქართლში ფიქსირდება. კომპანიების ყველაზე მცირე რაოდენობა კი მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმშია წარმოდგენილი.

”სფეროს მიხედვით თუ დავყოფთ, სოფლის მეურნეობი დარგში, ძირითადად,  ორი მიმართულებაა გამოყოფილი. ეს არის სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა, ორგანიზაციების თითქმის მეოთხედი ამ სფეროებით არის დაკავებული და ასევე მეცხოველეობა/მეფრინველეობა და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, სადაც ორგანიზაციების თითქმის მეხუთედი არის ჩართული”, – აცხადებენ BIA-ში.

მათივე ინფორმაციით, კომპანიების ზომის მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია: სოფლის მეურნეობის დარგში არსებული კომპანიების ძირითადი ნაწილი 75% არის მცირე ზომის, რაც შესაძლოა განპირობებული იმით რომ ძირითადად წარმოებული პროდუქცია არ გააქვთ ექსპორტზე და მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით შემოიფარგლებიან .  18% არის საშულო ზომის, ხოლო 7% მსხვილი ზომის კომპანია.

მათგან მხოლოდ 200 კომპანია ახორციელებს წარმოებული–მოყვანილი პროდუქციის ექსპორტს. ძირითადად, საექსპორტო ქვეყნებიდან გამოიყოფა შემდეგი ქვეყნები: უკრაინა, გერმანია, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი.   ხოლო 300ზე მეტი კომპანია ახორციელებს საჭირო ნედლეულის, ქიმიკატების, დანადგარების იმპორტს. საიმპორტო ქვეყნების მიხედვით გადანაწილებას თუ შევხედავთ ძირითადად გამოყოფილი შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, გერმანია, ჩინეთი.

BIA-ს ინფორმაციითვე, ბოლო 5 წლის სტატისტიკურ მაჩვნებლების მიხედვით, სოფლის მეურნების დარგში ახალი რეგისტრირებული კომპანიები ყოველწლიურად ემატება.

”ეს შეიძლება აიხსნას, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესებით აგრო სფეროს მიმართ. ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდანაც იქმენება აგრო სფეროს განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამები, ასევე მაგალითად სადაზღვევო სფერომ წამოწია წინ აგროდაზღვევები, რაც შესაბამისად აძლევს სტიმულს აღნიშნულ სფეროს განვითარებისთვის”, – განმარტავენ BIA-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g