LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრს ხეხილის ესპანური ჯიშები გადაეცა

608

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიში გადაეცა.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანიას „ვივეროს პროვედო” შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში,  ჯიღაურას ბაზას მსხლის, გარგარის, ატმის, ნუშის, ბლის და ქლიავის ნერგები გადაეცა.

აღნიშნული  ჯიშების  ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშთა შესწავლის მეთოდიკებისა და პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება.

კვლევების შედეგად ადგილობრივი მეხილე ფერმერები  ინფორმაციას მიიღებენ ახალი კონკურენტუნარიანი ჯიშების თავისებურებებისა და უპირატესობების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g