LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის მინისტრი „სინოფარმით“ აიცრა

66
levan

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

მასთან ერთად ვაქცინაციაში სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები ჩაერთნენ.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე დროში ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების ერთადერთი გზაა.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად დავამარცხოთ კოვიდ-პანდემია და რეალურად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩემი მოწოდება და სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი დარგის ყველა წარმომადგენელი ყველა რეგიონში მაქსიმალურად მოკლე დროში აიცრას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე აცრილია ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტის რამდენიმე წევრი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g