LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კომპანიას „Bents Road Winery“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

110
მემორანდუმი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ავსტრალიურ კომპანიას „Bents Road Winery“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კომპანია „Bents Road Winery“, რომელიც 2000 წელს დაარსდა, ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვინსლენდში მდებარეობს. შედარებით ცივი კლიმატიდან გამომდინარე იქაურ ღვინოს ევროპული ჯიშებისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური პროფილი უყალიბდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია მუშაობს ქვევრის ღვინოზეც და აქტიურად ეწევა საფერავის პოპულარიზაციას.

კვლევითი-ცენტრის მხრიდან, მემორანდუმის ფარგლებში, ქართული ვაზის ჯიშების შესახებ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისი იქნება გრანიტის სარტყელში (ქვინსლენდი) პრემიუმ სასუფრო ღვინოების წარმოებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ავსტრალიის დელეგაციის წევრებს ცენტრში მიმდინარე ის ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები გააცნო, რომლებიც ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, იდენტიფიკაციას, მიკროვინიფიკაციასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ კი ავსტრალიელ სტუმრებს ჯიღაურას ბაზაზე დამზადებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარუდგინა. ასევე, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს და ვაზის სხვლა-ფორმირების მახასიათებლებს გაეცნენ, რაც მათ ავსტრალიაში გაშენებული ქართული ვაზის ჯიშების სწორად მართვაში დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g