LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბათილაშვილი: „ადამიანის სექსუალური ორიენტაცია გადამდები არ არის!..“

173
sofobatilashvilinews

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში პრაიდის და ზოგადად ლბგტ თემის მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

„გადამდებია შიდსი, გადამდებია სიძულვილი, გადამდებია სიკეთე, გადამდებია განწყობა, გადამდებია კოვიდ-19.

ადამიანის სექსუალური ორიენტაცია გადამდები არ არის.

ზოგ ადამიანს გულწრფელად ეშინია, რომ თუ სხვას, თავისთვის გაუგებარს, ან მიუღებელს თანასწორად აღიარებს, ამით თავის ტრადიციებს, რელიგიას და მამულიშვილობას საფრთხე დაემუქრება, რაც უბრალოდ, შიშისგან გამოძერწილი ილუზიაა. ამ მიამიტობას ვიღაცები სათავისო მზაკვრული მიზნებისთვის კარგად იყენებენ.

საქართველოც და მთელი დანარჩენი დასახლებული პლანეტაც მაშინ გაბრწყინდება, როცა ადამიანები ერთმანეთის სიძულვილს მოვრჩებით და ყველა ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედავთ.

დღეს რაშიც ძლიერები ვართ, ღმერთის სახელით ადამიანების ჩაქოლვაა.

ერთი-ორჯერ ხმამაღლა წავიკითხე: ღმერთი და ჩაქოლვა, ჩაქოლვა და ღმერთი… საერთოდ ვერ ვუკავშირებ ერთმანეთს.

სიყვარული სიყვარულია. მაგიტომაც არ აქვს უნივერსალური განმარტება,რომ უბრალოდ, არის რაც არის და მორჩა, ჩემთვის ისეთი, შენთვის ასეთი. ახლა მე როგორ გადავუწყვიტო გიორგის, მარიამი უნდოდეს თუ ნიკა (ან საერთოდ ვინ ვარ, რამ გამათავხედა, რომ თავი დედამიწაზე წყვილთა ბიუროს თავმჯდომარე მგონია).

მაგის გამო კიდე ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g