„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს, 16 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი უერთდება, მათ შორის არიან სხვადასხვა პროფესიის, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები.
გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა მომღერალი სოფო ბათილაშვილიც, რომელმაც ტელეკომპანია „ფორუმლას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ „დარწმუნებულია, ძალიან ბევრი მომღერალი გამოვა და სწორ მხარეს დადგება“.
„ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პარტიას ! სამშობლოს სიყვარული არ იყიდება“ – ნიაზ დიასამიძე
„მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან ბევრი საქმე გვავქვს, იძულებულები ვართ, ყოველდრე გამოვიდეთ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ.
ძალიან ძნელია, იჯდე და სახლიდან უყურო, როგორ გართმევენ მომავალს და როგორ გართმევენ ქვეყანას, ეს ყველაფერი არ გაუვათ, ხედავთ, როგორი გაბრაზებულია და როგორი შემართებით არის ხალხი…
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მომღერალი გამოვა და სწორ მხარეს დადგება, დგას კიდეც – ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, რამდენი მუსიკოსი გაერთიანდა“, – აღნიშნა სოფო ბათილაშვილმა.
ბათილაშვილი: ძნელია სახლიდან უყურო, თუ როგორ გართმევენ მომავალს„ძნელია იჯდე და სახლიდან უყურო, თუ როგორ გართმევენ მომავალს და როგორ გართმევენ ქვეყანას“ — მომღერალი სოფო ბათილაშვილი
Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024