LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „ჩემი და მიშას ქორწილი ნამდვილი კონცერტი იყო…“

1041
sofobedia2010

სოფო ბედია შორენა ბეგაშვილს ესტუმრა და საკუთარი ქორწილის შესახებ ისაუბრა. მას და მიშა მესხს უკვე ექვსწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ.

სოფო ბედია:

მეორე ქორწინება იყო აბსოლუტურად გააზრებული. როცა 30 წლის ასაკში მეორედ ქმნი ოჯახს, ბევრ რამეს აფასებ, ფილტრავ, აკვირდები. მე და მიშა დაქორწინებამდე ერთი წელი ვხვდებოდით. როცა მივხვდი, რომ ის ის იყო და მიშაც მიხვდა, მაშინ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ოჯახი.

ყველაფერი გრანდიოზულად მოხდა. 400-კაციანი ქორწილი გვქონდა. ყველაფერი წესების მიხედვით, რასაკვირველია. ყველაზე ძალიან მომეწონა, როცა ჯვარი დავიწერეთ, ჰაერში მტრედები გავუშვით. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო. მთავარია, ორივე ადამიანი ბედნიერი იყოს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g