მომღერალი სოფო ბედია მალე დაბადების დღეს აღნიშნავს. 21 იანვარს ის კვლავ სცენაზე იდგება. როგორც თავად აუწყა სოციალურ ქსელში მეგობრებს, ამ თარიღს ის რესტორან „სამ საუკუნეში“ სოლოკონცერტით აღნიშნავს. ღონისძიება საღამოს შვიდი საათიდან არის დაგეგმილი. კონცერტზე სოფოსთან ერთად მისი კოლეგებიც წარდგებიან. სოფო ბედია თაყვანისმცემლებს ლამაზი საღამოს გატარებას ჰპირდება.