LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „მე მახსოვს ჩემმა ქმარმა რაც გადაიტანა… ძალიან კარგად მესმის და ყველას მართლა თანავუგრძნობ, ოჯახებსაც, რადგან პატიმარი როდესაც ჰყავს ოჯახს ეს არის საშინელება…“

550
სოფო ბედია

ამ წუთებში მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის ოფიციალურად წარდგენის ღონისძიება მიმდინარეობს.

ადგილზე იკრიბებიან ცნობილი სახეებიც. მათ შორისაა სოფო ბედიაც.

მომღერალი ჟურნალისტის კითხვის პასუხად ამბობს, რომ პატიმარი როდესაც ჰყავს ოჯახს ეს არის საშინელება, თუმცა განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, მისი მეუღლე „ნაწამები იყო“:

„მე მახსოვს ჩემმა ქმარმა რაც გადაიტანა…

ძალიან კარგად მესმის და ყველას მართლა თანავუგრძნობ ოჯახებსაც, რადგან პატიმარი როდესაც ჰყავს ოჯახს ეს არის საშინელება, მაგრამ ჩემი ქმრიდან გამომდინარე მე ამ კითხვას არ უნდა მისვამდეთ, რადგან მან ძალიან ცუდი ამბები გადაიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ჩემი ქმარი ნამდვილად ნაწამები იყო…“ – განუცხადა ტვ პირველს მომღერალმა.

👉 მე ვიცი ჩემმა ქმარმა რეებიც გადაიტანა | სოფო ბედია

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g