LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „ვიღაცებს არ უნდათ, რომ სცენაზე გამოვჩნდე… ჩვენს პროფესიაში არის გულისტკენა, შური, დაბლოკვა…“

857
სოფო ბედია

სოფო ბედია ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს იმის თაობაზე, მიიღო თუ არა ის შედეგი კარიერაში, რაზეც წლები ოცნებობდა:

მადლობელი ვარ ღმერთის და ნამდვილად არ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ძალიან ბევრმა ადამიანმა შემიყვარა და მათ მხარდაჭერას ხშირად ვგრძნობ.

რა თქმა უნდა, ჩვენს პროფესიაში არის გულისტკენა, შური, დაბლოკვა… შოუბიზნესში ასეთი ბრძოლები სულ არის, მაგრამ იცით, ჩემი კოზირი რა არის? მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, არ ვჩერდები, ვცდილობ ახალი შევქმნა, მიუხედავად იმისა, დამიძახებენ თუ არა რომელიმე კონკრეტულ კონცერტზე.

ვერ მოგატყუებთ და ვიტყვი, რომ ბევრჯერ აღმოვჩენილვარ უსამართლო მდგომარეობაში და გული დამწყვეტია იმის გამო, რომ კონცერტზე არ მივუწვევივარ, ეს ისეთი შიდა თემებია, რომლებზეც არ მინდა ლაპარაკი. ისიც გათავისებული მაქვს, რომ „ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მათაც კი, ვისაც არ უნდა, რომ სცენაზე გამოვჩნდე…

ზოგადად, ძალიან მეგოიმება შური და ერთმანეთთან ბრძოლა. მიმაჩნია, რომ ჩვენს სფეროში ყველას შეუძლია აკეთოს თავისი საქმე“.

სოფო ბედიას ახალი იმიჯი და კლიპი: „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ცოლი იყოს წარმატებული და გამოიყურებოდეს კარგად…“

სოფო ბედია: „ბორიკოს მეგობარი გოგონებიდან, ვინც გამაცნო, ყველასთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს…“

“ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები“ – სოფო ბედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g