LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედიამ ქმარს ბუცლანდია დაარქვა

13

Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ სოფო ბედია ესტუმრა. მომღერალმა პირდაპირ ეთერში რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ასევე ახალი სიმღერაც წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემაში სოფო ბედია პირველი ქალი სტუმარი გახლდათ.

 

ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა. თქვენი რჩეული მომღერალი ვარ და ეს ჩემთვის ძვირფასი რეგალიაა. მადლობა მოწვევისთვის.

ვიცი, რომ სტუდია გახსენი სადაც უამრავი ბავშვი გყავს…

დიახ, მინდა, რომ ახალმა თაობამ იმღეროს ქართულად. რა თქმა უნდა სხვა ენებზეც იმღერებენ ჩემი სტუდიის ბავშვები, მაგრამ მთავარი არის ქართული. მინდა რომ, ახალგაზრდები უფრო მეტად ქართულად იზრდებოდნენ, ვიდრე იზრდებიან და თუ მცირე წვლილს შევიტან, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ვიცი ისიც, რომ შენს ძმას, ბორიას რჩევებს ხშირად აძლევ…

კი ასე ვართ, ყოველთვის მიჯერებს, მიუხედავად იმისა, რომ მე პატარა ვარ მასზე. ხალხს ჰგონია, რომ უფროსი ვარ, რადგან ბევრად სერიოზული ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ… ენდობა ჩემს გემოვნებას, დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, როგორც მომღერლებს. ერთმანეთის აზრებსაც ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა.

რამდენიმე დღის წინ შენს ცხოვრებაში საინტერესო ფაქტი იყო…

დიახ, მსოფლიოში ყველაზე დიდი კონტინენტის, ჩემი ბუცლანდიის დაბადების დღე იყო. მოფერებით ბუცის ვეძახით ერთმანეთს, ის ხომ დიდია, ფუთქუჩა და საყვარელი და კონტინენტი ბუცლანდია დავარქვი, ძალიან იფერებს ამას. რაც მთავარია, ის სოფო ბედიას ქმარია. სხვათაშორის ტორტიც სიურპრიზად გავუკეთე – სოფო ბედიას ქმარი გახდა 33 წლის.

ახალი სიმღერა მოგვიტანე

მანანა იმედაძეს ეკუთვნის მუსიკა, ლექსი გურამ გორდეზიანს. ჩაიწერა შამო სტუდიაში. სიმღერის სახელწოდებაა „დილა მშვიდობისა.

სოფო ბედია – დილა მშვიდობისა

AudioSOPO BEDIA DILA MSHVIDOBISA

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioGvino Duduki. Sopo Bediaaa

 

სოფო ბედია & ლაშა რამიშვილი – თბილისო. Live


სოფო ბედია – ცოტა კიდევ მოითმინე გულო. Live


სოფო ბედია. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები