ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ხარისხის დირექტორი სოფო ბერიძე ეხმიანება პაატა იმნაძის განცხადებას, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს: „მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა თურმე, რომ ღამით დადიოდა? – ვიდრე შეზღუდვები იყო, ასე გავრცელებული არ იყო“.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ხარისხის დირექტორი სოფო ბერიძე ეხმიანება პაატა იმნაძის განცხადებას,
სოფო ბერიძე: „თქვენ იქნებოდით კეთილსინდისიერი ადამიანი, დღეს საღამოს, ბათუმში დაგეგმილ ფართომასშტაბიან კონცერტს თუ აღუდგებოდით, ან ამ შაბათ-კვირის ქორწილების განრიგს შეცვლიდით...“
„აი, ვინ ვინ და პაატა იმნაძემ უნდა იცოდეს, რომ ორშაბათიდან შეთავაზებული ,,თავდაცვის ალტერნატიული საშუალება” სექტემბრიდან დაიცავს მხოლოდ!
მსგავსი აკადემიური მანიპულატორი არასოდეს მინახავს.
თქვენ იქნებოდით კეთილსინდისიერი ადამიანი, დღეს საღამოს, ბათუმში დაგეგმილ ფართომასშტაბიან კონცერტს თუ აღუდგებოდით, ან ამ შაბათ-კვირის ქორწილების განრიგს შეცვლიდით.
მაგრამ თქვენი ინსპირაცია მთავრობის სტრატეგიაა, არა ხალხის, არა პანდემიის, არამედ მხოლოდ კონკრეტული სახელისუფლებო ჯგუფის ინტერესების გამტარებელი ხართ“.