7-10 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს თანამედროვე ხელოვნების, მოდისა და კულტურული კოლაბორაციების ფესტივალს სახელწოდებით Kyiv Art & Fashion Days. მისი ორგანიზატორი გახლავთ სოფო ჭყონია, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელი, რომელმაც სპეციალურად ამ ფესტივალის გასაკეთებლად უკრაინაში გადაინაცვლა საცხოვრებლად.
ფესტივალის პირველი მონაწილეები გახდებიან:
GUDU, ARTEMKLIMCHUK, Gunia Project, Lake Studio, Situationist, ფოტოგრაფები: დავით გიორგაძე, , Julie Poly, არტ-კოლექტივი: Fungus.
უკრაინულ „ვოგთან“ საუბრისას სოფო ჭყონია აღნიშნავს:
„მე მქონია სხვადასხვა პროექტი ამა თუ იმ ქვეყანასა და ქალაქში, ყველაზე მასშტაბური მათ შორის, თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულია, ეს ამბიციური პროექტია, რომლის მთავარი იდეა იყო თბილისის მსოფლიო მოდის რუკაზე მონიშვნა. პანდემიის დროს მივხვდი, რომ ჰორიზონტების გაფართოება და ახალი შესაძლებლობების ძიება მნიშვნელოვანია, ამიტომაც გამიჩნდა იდეა, ჩამოვსულიყავი კიევში, ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო ერთი წლის განმავლობაში და ამ ქალაქის ენერგიამ გამაკვირვა. აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია, ბევრი შესაძლებლობა და სივრცე თვითრეალიზებისთვის. ჩემი მიზანია, კიევი გავხადო ხელოვნებისა და მოდის ცენტრად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვლენ არა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეები, არამედ მისი სტუმრები, უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლები, კულტურული ორგანიზაციები, ცნობილი ადამიანები, იდეების გასაცვლელად და მათ განსახორციელებლად ერთად სამუშაოდ. ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის, კიევი – ეს ცალსახად მომავლის ქალაქია“.