სოფო ჭყონია ბაია დვალიშვილის გადაცემას ესტუმრა „ფორმულაზე“ და ისაუბრა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, თუ რატომ დათანხმდა „კოკა-კოლაში“ მუშაობს. ასევე საკუთარ სფეროზე, სადაც, მისივე თქმით, სნობიზმია გამეფებული…
სოფო ჭყონია:
„ძალიან სნობური სფეროა, არავის მიღება არ უნდათ… საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა და დიდი შრომა, მორალურად რთულია, რადგან დიდი კონკურენციაა, როდესაც გინდა, უცნობი ქვეყნიდან შეაღწიო ამ დახურულ საზოგადოებაში. ქართველ დიზაინერებს ეს ხუთი წელი რთული გზის გავლამ მოუწიათ. ეს ხუთი წელი, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არაფერია. ძალიან დიდი დამსახურებაა დემნა გვასალიასი. ის მოვლენაა, რომელიც თავისი კონკრეტული საქმის გარდა, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს… ისიც დაეხმარა ქართველ დიზაინერებს…“