MERCEDES BENZ FASHION WEEK-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, სოფო ჭყონია #BOF500 – ში დასახელდა. ჭყონია მესამე ქართველია, ვინც მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებში მოხვდა. რეიტინგი ყოველწლიურად ქვეყნდება და მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ადამიანებს ასახელებს.
#BOF500 იმ ადამიანების ერთობაა, რომლებიც ყველაზე დიდ კვალს ტოვებენ მოდის გლობალურ ბიზნესზე.
,,და ახლა უკვე 3 ქართველი გვყავს მოდის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებში?? ქართული ბრენდების პროდუქტები წამყვან სავაჭრო ცენტრებში იყიდება. ქართველი დიზაინერების სამოსის პლანეტის ყველაზე ცნობილ ვარსკვლავებზე ხილვასაც უკვე შევეჩვიეთ.
ამ ყველაფრის მიღმა ერთი ქალი დგას, რომელიც გასული 5 წელი მთელი ძალებით ცდილობდა დემნა გვასალიას წარმატებით საქართველოს გარშემო გამოწვეული მღელვარება სწორად გამოეყენებინა. ფაქტი, რომ დღეს სოფო ჭყონია #BOF500-შია, როგორც მოდაში დემნა და გურამ გვასალიებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი, დასტურია, რომ მან ეს შეძლო” – წერს FashionHolics Online

