სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში წერს, რომ საელჩოებს უნდა გადაეცეთ სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს და აქტივისტებს აგრესიულად ექცევიან.
სოფო ასევე აღნიშნავს, რომ ისინი ევროპაში არ უნდა შეუშვან.
“ოპოზიციურ პარტიებს და აქტივისტებს ვინც აგრესიულად ექცევა და ევროპის წინააღმდეგია საელჩოებს უნდა მისცენ ამ ადამიანების სია, რომ ევროპაში არ შეუშვან მათი ოჯახის წევრებიანად!
ეს უნდა გახმაურდეს‼️
საშიშები არიან “ადამიანები” და რეაგირებაა საჭირო!!!!” – წერს სოფო ჭყონია.
ცნობისთვის, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებით, მათ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს უშლიან.
ორგანიზაცია მმართველ პარტიას კონტრპროდუქტიული პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან მათი თქმით, ეს ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.