Mercedes-Benz Fashion Week- ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია, რომელიც უკრაინა–პოლონეთის საზღვართან მოხალისედ მუშაობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, საზღვარზე ამჟამად ქართველი მოხალისეების საჭიროება არ არის.
მისი ინფორმაციით, იქ ბევრი საკუთარი თავის „გასაპიარებლად“ და „სელფების გადასაღებად“ ჩადის, რაც უხერხულია.
„პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე არ არის საჭირო ქართველი ვოლონტიორების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები არ ხართ!“ ისე საქართველოშიც ძალიან ბევრია გასაკეთებელი.“– წერს ჭყონია „ფეისბუქში.“