LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გორელაშვილი: „ბებოს პანაშვიდზე ვიჯექი და იქაც რომ მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ: „გისამძიმრებთ, ბოდიში და სერიალი როდის გაგრძელდება?“

441
სოფო-გორელაშვილი

სოფო გორელაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, თუ როგორი მოლოდინი იყო სერიალის „სიყვარულს მიღმა“ ახალი სეზონის მიმართ მაყურებლისგან…

სოფო გორელაშვილი: 

არა მარტო მაყურებლები, ჩვენც მოუთმენლად ველოდით სერიალის ახალი სეზონის დაწყებას. საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა. ძალები მოვიკრიბეთ და ძალიან შევეცადეთ, მოლოდინი გაგვემართლებინა. წინ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ამბავი და დაძაბული ისტორიები გელოდებათ.

რა იგრძნობოდა ამ დროის განმავლობაში მაყურებლისგან?

ვგრძნობდი, რომ ძალიან ელოდნენ სერიალის დაბრუნებას. სადაც არ უნდა მივსულიყავი, იქნებოდა ეს ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, სპორტდარბაზი, საპატრულო სამსახური, ბანკი თუ სხვა ადგილი, ყველგან ამაზე მეკითხებოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, პანაშვიდზეც კი. ბებოს პანაშვიდზე ვიჯექი და იქაც რომ მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ: „გისამძიმრებთ, ბოდიში და სერიალი როდის გაგრძელდება?“. სოციალურ ქსელშიც უამრავ შეტყობინებას ვიღებდი შინაარსით – ხომ არ შეწყვიტეთ, ხომ ნამდვილად გაგრძელდებაო. ცოტა სწყინდათ კიდეც, აღარ ბრუნდებითო?!

საქმე ისაა, რომ ჩვენი სერიალი მხოლოდ ორი სეზონი უნდა ყოფილიყო. თავიდან საერთოდ არ ყოფილა საუბარი მესამეზე და მით უმეტეს, მეოთხე სეზონზე. საბოლოო ჯამში, იმხელა ინტერესი გამოიწვია და ისე შეუყვარდა ხალხს, რომ განვაგრძეთ მუშაობა. მომავალში რა იქნება, ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ პაუზაც კარგი იყო. მეც ცოტა დავისვენე, ანას გვერდიდან შევხედე და მონატრებული დავუბრუნდი გადასაღებ მოედანს.

სოფო გორელაშვილი: „ჩვენს სოციუმში კაცებს მეტის უფლება აქვთ და მათ მეტი ეპატიებათ, ვიდრე ქალებს…“

სოფო გორელაშვილის გმირს ქმრის ღალატის გამო ქალები აკრიტიკებენ: „როცა 30 წლის ვხდებოდი, ვნერვიულობდი, მეგონა, ჩემი ცხოვრება დამთავრდა-მეთქი…“

სოფო გორელაშვილი: „10 წლის ვიყავი, როცა პირველი სიყვარულისგან მივიღე უზარმაზარი თაიგული…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g