LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გორელაშვილის გმირს ქმრის ღალატის გამო ქალები აკრიტიკებენ: „როცა 30 წლის ვხდებოდი, ვნერვიულობდი, მეგონა, ჩემი ცხოვრება დამთავრდა-მეთქი…“

627
სოფო გორელაშვილი

მსახიობ სოფო გორელაშვილის სერიალში „სიყვარულს მიღმა“ თავისი გმირის გამო ქალებმა სასამართლო მოუწყვეს.

ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:

„ქალები დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ჩემს გმირს ქმრის ღალატის გამო ყველაზე მეტად ქალები უწყობდნენ სასამართლოს – ასეთ კაცს როგორ უღალატაო. ქალებისგან უფრო მოდის აგრესია, ვიდრე მამაკაცებისგან. სადაც მიმიწვდება ძალა და ხმა, ყველგან ვცდილობ, ვებრძოლო ქალების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას“.

მსახიობი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ასაკს დადებითად უყურებს:

„როცა 30 წლის ვხდებოდი, ვნერვიულობდი, მეგონა, ჩემი ცხოვრება დამთავრდა-მეთქი. როგორც კი ამ ზღვარს გადავაბიჯე, მივხვდი, რომ საერთოდ ახალი ეტაპი დაიწყო. დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილებით, მიღებული ცოდნით და ენერგიით სულ სხვანაირად შევუდექი ცხოვრებას…“

სოფო გორელაშვილი: „10 წლის ვიყავი, როცა პირველი სიყვარულისგან მივიღე უზარმაზარი თაიგული…

როგორ აღმოჩნდა როლანდ ოქროპირიძის ყოფილი მეუღლე მისი საყვარლის როლში: „ვერ გავიგე, თუ ასე კარგად ხართ, მაშინ რატომ დაშორდითო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g