LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გორგოძე: ეროვნული გამოცდიდან მოხსნის ერთ-ერთი შემთხვევა, კონკრეტული პირის მიერ ოჯახის წევრის ნაცვლად ტესტის შესრულებას უკავშირდება, ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

295
BeFunky-collage (10)

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით,  ამ დროისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტური მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ამჯერად ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება.

„სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები – ამ დრომდე გვაქვს სულ 19 დაგვიანება. ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

ასევე გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი. მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა აღკვეთილია და ორივე დარეგისტრირებული.

ძირითადი საგამოცდო სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულდება 22 ივლისს, თუმცა ის აბიტურიენტები, რომელთაც მათემატიკა აქვთ არჩეული ერთ-ერთ სავალდებულო საგნად და შემდეგი კვირის განმავლობაში ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს მორჩებიან გამოცდებს.

წელს დარეგისტრირებულია 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სხვა აპლიკანტებს – მასწავლებლობის მსურველებს, მასწავლებლებს, მაგისტრანტებს და ა.შ., ჯამში წელს 90 000 აპლიკანტი გვყავს“, – განაცხადა გორგოძემ.

სოფო გორგოძის განცხადებითვე, თუ აპლიკანტს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას დამატებით სესიაზე მიიწვევენ.

„სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ  დადასტურებული აქვს კოვიდი გამოცდის დღეს, მას მოვიწვევთ დამატებით სესიაზე. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დროისთვის ნამდვილად გვაქვს განცხადებები შემოსული. რაც შეეხება მათ საგამოცდო განრიგს, ის ჯერ არ არის განსაზღვრული“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g