22 სექტემბერს რადიო “არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას “რადიო დუეტი” სოფო პაპუაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში ნამუშევრის “ეს სიმღერა შენია” პრემიერა შედგა.
სოფო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
მთელი ზაფხული არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი… მეგობრები მეუბნებიან, უცხოპლანეტელი ხარ, არასდროს ისვენებ და სულ ენერგიაზე ხარო. სიმღერის დროს, მუშაობის პროცესში ვისვენებ, რადგან მიყვარს ეს საქმე. სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, სწორედ ამ პერიოდში ჩაიწერა. ახლა უკვე ვიდეორგოლის გადასაღებად ვემზადები.
როგორია სამომავლო გეგმები?
მზადდება კიდევ ერთი სიმღერა. წინა ორისგან ცოტა უფრო განსხვავებული, უფრო ლირიკული, მინორული იქნება. შეიძლება იტალიურ ენოვანიც იყოს სიმღერა, რადგან სამომავლოდ რაღაც გეგმები მაქვს იტალიისკენ. ამერიკაშიც იგეგმება გასტროლი. ჯერ მოლაპარაკებები მიდის და 100 %-ით არ ვიცი, ამიტომ დაანონსება არ მინდა. საქართველოშიც ძალიან გააქტიურდა ე.წ. სახელმწიფო კონცერტები და ამ კონცერტებში ვარ ჩართული, ისევე როგორც მომღერლების უმეტესობა. ყველაზე ახლოს თბილისობა გვაქვს. მიხარია, რომ ჩვენი სფერო გააქტიურდა, ადრე ასეთი დონის კონცერტები ხშირად არ იყო.
ვისაუბროთ ახალ ნამუშევარზე, “ეს სიმღერა შენია”.
სიმღერა კობა მესხიას და მე გვეკუთვნის. ერთობლივი ნამუშევარია, თუმცა უმეტესწილად კობასი, მისი დიდი შრომა დევს ამ სიმღერაში. არანჟირებაც კობას ეკუთვნის. ტექსტი მარიამ ლიკლიკაძეს ეკუთვნის. სიმღერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში ჩაიწერა.
სოფო პაპუაშვილი – ეს სიმღერა შენია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოფო პაპუაშვილი & ირაკლი გოგალაძე – მოფერება მინდა. Live
სოფო პაპუაშვილი. ვიდეო კოლაჟი