ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა,”- წერს რუსული არხის ქართველი წამყვანი.
ფოტო რუსეთში სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზეა გადაღებული, რომელსაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც დაესწრო.
ფოტოს სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.