LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოკარი“ მომხმარებლებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

144
სოკარი

„სოკარის“ სახელით კომპანიის აქტივებში ინვესტირების მოწოდების შემცველი შეტყობინებები ვრცელდება. კომპანია საზოგადოებას აფრთხილებს, არ დაუჯერონ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელონ, რადგან „სოკარი“ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობისა და სპეციალური აქციების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი სოციალური ქსელებისა და ოფიციალური მედია არხების მეშვეობით ავტყობინებს.

კომპანია მოქალაქეებს შეახსენებს, რომ არ არის პასუხისმგებელი მისი სახელით გაცემულ დაპირებებზე.

„მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ და ვურჩევთ, მსგავსი შეთავაზების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს,“ – ნათქვამია „სოკარის“ მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „სოკარის“ სახელით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ყალბ განცხადებებს უგზავნიან ფიზიკური და კორპორაციული თანამშრომლობის, სამუშაო ადგილების შექმნის, საინვესტიციო პროექტების შესახებ და ა.შ. ეს დეზინფორმაცია მომხმარებლებს, ძირითადად, სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიეწოდებათ.

ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება მსურველებს შეუძლიათ „სოკარის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, Facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ცხელ ხაზზე: *0001.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g