LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოკარმა უკრაინას დავა მოუგო

98

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა უკრაინის ანტიმონოპოლიურ სამსახურს დავა მოუგო. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, აზერბაიჯანული კომპანიის უკრაინული წარმომადგენლობა SOCAR Energy Ukraine აღარ გადაიხდის ჯარიმას 100 000 დოლარის ოდენობით.

უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახური „სოკარს“ კონკურენციის დარღვევაში ადანაშაულებდა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის ანალიზი არ შეიძლება ჩაითვალოს ბაზარზე მოქმედი ნავთობმწარმოებლების მხრიდან შეთანხმებული მოქმედებების საკმარის მტკიცებულებად. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური საკუთარ დასკვნაში მხოლოდ საფასო კონკურენციაზე საუბრობს და არ ითვალისწინებს ბაზარზე მოქმედ ოპერატორებს შორის სხვა ტიპის კონკურენციას”, – წერს აზერბაიჯანული მედია.

ცნობისთვის, გასულ წელს უკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 7 ნავთობკომპანიის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო და ისინი შეთანხმებულ მოქმედებებში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g