LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმი: კობახიძის ნათქვამი „მეორე ფრონტზე“ სერიოზულად გვაშფოთებს

52
კობახიძე და აფხაზები

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ „სერიოზულად აშფოთებთ“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება „მეორე ფრონტის“ გახსნაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს საკითხი სოხუმის წარმომადგენლებმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად განიხილეს.

შეხვედრისას ტუჟბამ განაცხადა, რომ სოხუმში ყურადღებით ადევნებენ თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის კობახიძის განცხადებას.

პუტინი: რუსეთი საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს

„ყველას კარგად გვესმის, რა იგულისხმება „მეორე ფრონტში“ და ეს ჩვენთვის სერიოზულად გვაშფოთებს“, – განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.

მან თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, „რეაგირება მოახდინონ მსგავს საფრთხეებზე“, რადგან ეს „რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.“

დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ამ „საფრთხის“ კონტექსტში, საქართველოში რამდენიმე დღის წინ, ნატოსთან ერთად გავლილი თავდაცვის ძალების დასრულებული წვრთნები – „ღირსეული პარტნიორი 2022“ გაიხსენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g