მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ აფხაზეთთან მიმართებით იზოლაციაზე მიმართული პოლიტიკის გატარება – ასე აფასებს სეპარატისტული რეჟიმის საგარეო უწყება ქართული მხარის განცხადებებს სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების შესაძლო განხორციელების შესახებ.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ქართული მხარის ქმედებები პირდაპირ არღვევს გადაადგილების თავისუფლების უფლებას, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ აფხაზეთთან მიმართებით იზოლაციაზე მიმართული პოლიტიკის გატარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
შერიგების მინისტრი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს
სოხუმის აეროპორტის ამოქმედება საერთაშორისო აეროპორტად ვერ მოხდება - ციხელაშვილი
ასე გამოეხმაურა თბილისი რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტი შესაძლოა ისევ ამოქმედდეს და საერთაშორისო ფრენები შესრულდეს.
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ იტალიას აღიარების მოთხოვნით მიმართა
26 ივლისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია,რომელშიც განმარტავს, თუ რატომ ვერ განხორციელდება სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.