სოხუმის დაცემის 32 -ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.