ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ზურაბ მაღრაძე აცხადებს, რომ სოხუმსა და ცხინვალში არანაირი შეიარაღებული შესვლა არ გვჭირდება, რადგან “თავად უნდა მოვიდნენ მუხლებზე თბილისთან”.
როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ასეა საჭირო იმისთვის, რომ მეორედ აღარ განმეორდეს მათი გამოგონილი დამოუკიდებლობა.
“სანქციები არის არა ომის შეჩერებისთვის, არამედ ფედერაციის დაშლისთვის. ხოლო ომისთვის საკმარის და სათანადო შეიარაღებას აწვდის თავისუფალი სამყარო უკრაინას. უკრაინელი ხალხი ღირსეულად იბრძვის და გაიმარჯვებს.
რაც შეეხება სოხუმს და ცხინვალს. არანაირი შეიარაღებული შესვლა არ გვჭირდება. თავად უნდა მოვიდნენ მუხლებზე თბილისთან. ადრეც ვამბობდი რომ მოუწევდათ, მაგრამ არ მიჯერებდით. ასეა საჭირო იმისთვის, რომ მეორედ აღარ განმეორდეს მათი გამოგონილი დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ ვინც საქართველოს ისტორიის და სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს, მხოლოდ მათ უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. დანარჩენები “დააწვებიან” ჩრდილოეთით, ან სადაც უნდათ. გამოცდების ჩაბარებამდე დროებით უნდა იყვნენ რუსული-აფხაზური პასპორტებით. არსად არ გვეჩქარება.
მანამდე საბაზრო ეკონომიკა უნდა დავნერგოთ ქვეყანაში. და ანაკლია და ახალქალაქი უნდა ვაქციოთ კონტინენტის მძლავრ ლოჯისტიკურ ცენტრებად,” – წერს ზურაბ მაღრაძე.