დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი, ლალი მეკოკიშვილი გადაცემაში, „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ საუბრობს, რაც შესაძლოა სოლარიუმის გამოყენებას მოჰყვეს:
„სოლარიუმი ითვლება სწორედ მელანომის რისკის მაღალ ფაქტორად იმიტომ, რომ სოლარიუმში გამოიყენება მაღალი ინტენსივობის სხივი, რომ დიდხანს არ გაჩერდეს ადამიანი და მალე მიიღოს რუჯი. შესაბამისად ეს ინტენსიური გამოსხივება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, 18 წლამდე ასაკში ორმაგად ზრდის მელანომის განვითარების რისკს და ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით…“ – ამბობს დერმატო-ვენეროლოგი.
