LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლიდარობა მარნეულში: ინფიცირებულ ოჯახს მეზობელმა ქალებმა ნაკვეთი გაუთოხნეს და კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს

884
Capture

მარნეულის სოფელ მარადისში, ქალებმა “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქზე” UN Women Georgia ავრცელებს.

ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა მეზობელ, აქტიურ ქალებთან ერთად იმ ოჯახის, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა, რომლის კორონავირუსით ინფიცირებული წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ოჯახს შემოსავლის ერთადერთი წყარო ამ ქალებმა არ დაუკარგეს. აღსანიშნავია, რომ ისინი მუშაობისას სოციალურ დისტანციას იცავდნენ.

“სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ”, – ამბობს ნაირა.

ნაირა პაქსაძე ფონდ “ტასოს” სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართული.

პოპულარულები